Wednesday, January 23, 2013

                                                   ქართული ხალხური ცეკვები

 დავლური

  
დავლური ელეგანტური ქალაქური ცეკვაა ვაჟთა და ქალთა წყვილების შესრულებით. ის გადმოგვცემს ქალაქის ატმოსფეროს. ცეკვაში მინიშნებაა ევროპული სამეფო კარის მენუეტზე. დავლურის მოძრაობები ნაკლებ რთულია და ვაჟთა და ქალთა ურთიერთობა ნაკლებ ფორალური. ცეკვა სრულდება მრავალი წყვილის მიერ და მუსიკითა და ფერადოვანი კოსტუმებით გვიხატავს არისტოკრატული ნადიმის სურათს სცენაზე.

ქარული
             


ეს ქართული ცეკვის კვინტენსენციაა. ქართულის ქორეოგრაფიული დადგმა სცენისთვის განხორციელდა, მაგრამ სრულდება ძალზედ განსაზღვრული წესებისა და ურთიერთობის თანმიმდევრობით ქალსა და მამაკაცს შორის. იგი შედგება 5 ნაწილისგან, სადაც კაცი იწვევს ქალს საცეკვაოდ, ამას მოსდევს ერთად ცეკვა, კაცის სოლო შესრულება, ქალის სოლო შესრულება და დასკვნა, სადაც ისინი ერთად ცეკვავენ. ცეკვისთვის დამახასიათებელია სხეულის ზედა ნაწილის გამართულად ჭერა. მოძრაობები იმართება მკაცრი წესებით: კაცს უფლება არა აქვს ქალის შეხებისა, თვით სამოსისაც კი.


ჯეირანი
        







ჯეირანი აღმოსავლური ცეკვაა, რომელიც სრულდება ქართულ სტილში და წარმოადგენს ნადირობას მითიურ ცხოველზე.


ნარნარი
 


ნარნარი ქალთა ცეკვაა; ცეკვავენ საზეიმო თავყრილობისას.


ყაზბეგური
 


ყაზბეგური ყაზბეგის მთიანი რეგიონის ცეცხლოვანი ცეკვაა. ყოველი მოცეკვავე თავის თავს საუკეთესო სახით წარმოაჩენს. ყაზბეგურისთვის ნიშანდობლივია საქართველოს ჩრდილოეთით მდებარე მთების ტრადიციებისა და კულტურის ნაირგვარობა. მთების შედარებით ცივი და უხეში ატმოსფერო ნაჩვენებია მხნე, ენერგიულ და ზუსტ მოძრაობებში. ცეკვა სრულდება კაცების მიერ..


 ფარიკაობა






ფარიკაობა მეომრის ცეკვაა ხევსურეთის ჩრდილო-აღმოსავლური რეგიონიდან. გოგონა შემოდის სცენაზე, ეძებს თავის სატრფოს. ის გამოჩნდება, მაგრამ შეტაკება უხდება სხვა მეომრებთან. მეომრები იბრძვიან ხმლითა და ფარით. როდესაც გოგონა თავის თავსაბურავს მეომრებს შორის აგდებს, ტრადიციის თანახმად,ისინი წყვეტენ ბრძოლას.


აჭარული





აჭარული ტიპიური ცეკვაა აჭარული რეგიონიდან, რომელიც სრულდება ქალებისა და კაცების მიერ საზეიმო ვითარებისას. განდაგანა წყვილთა ცეკვაა და ამასთანავე წარმოდგენის ცენტრალური მოვლენა. ცეკვა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ვაჟთა ძლიერი, აქტიური მოძრაობებით ქალთა ნარნარი მოძრაობების ფონზე. ურთიერთმოქმედებები თავისუფალია, მსუბუქი და კეკლუცურიც კი.


ხორუმი




ხორუმი უძველესი აჭარული საომარი ცეკვაა. ის ათასობით წლით თარიღდება. ხორუმი გამოხატავს ქართველი ხალხის უსაზღვრო სიძლიერეს. თავდაპირველად ეს ცეკვა სრულდებოდა კაცების მიერ, მაგრამ დროსთან ერთად ტრადიცია შეიცვალა. ხორუმი ოთხ ნაწილიანია. სცენაზე შემოდის რამდენიმე მოცეკვავე, რომლებიც დასაბანაკებელ ადგილს ეძებენ და საომარ ტერიტორიას ზვერავენ. შემდეგ კი მზვერავებს ლაშქრის დანარჩენი წევრებიც უერთდებიან. ხორუმი სიმბოლოა ქართული მეომრული სულისა და ვაჟკაცობისა.


ხანჯლური



ცეკვაში კარგად გამოსჭვივის, თუ როგორი მიდრეკილება აქვთ ქართველებს ოსტატობისა და სრულყოფილების დაუფლებისაკენ. მწყემსები, წითელ ჩოხაში (კაცების ტრადიციული სამოსი) გამოწყობილნი, ერთმანეთს ეჯიბრებიან ხანჯლების ხმარების ოსტატობასა და ურთულესი ილეთების შესრულებაში. ერთი შემსრულებელი მეორეს ცვლის და სცენაზე სიმამაცისა და ოსტატობის ზეობაა. რადგან ხანჯლური ხანჯლებითა და დანებით სრულდება, ის უზარმაზარ ოსტატობასა და წვრთნას მოითხოვს თითოეული შემსრულებლისაგან.


კინტოური




კინტო ძველი თბილისის ქუჩის მოვაჭრე იყო. მაგრამ ის არა მხოლოდ საქმიანი კაცია, არამედ შემოქმედებითი, სწრაფი და იუმორით აღსავსე პერსონაჟი, ყოველთვის მზადმყოფი ჭკვიანური საქციელისათვის. როგორც კი კლიენტი საქონელს ირჩევს, კინტო აბრეშუმის მოსახვევს იღებს თავისი ვერცხლის ქამრიდან და სასწორად იყენებს. ამ ცეკვაში აღმოსავლური რიტმი იგრძნობა, მისთვის ასევე დამახასიათებელია ექსტრავაგანტური საცეკვაო ილეთები და იუმორით სავსე სახასიათო ჟესტები. შესანიშნავი ნაზავია ფარსისა და ვირტუოზული ცეკვისა.
                                

ცეკვა - არის ტანის რიტმული მოძრაობა ან მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ მუსიკის თანხლებით სრულდება. საცეკვაო ხელოვნება ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი უძველესი გამოვლინებაა. ცეკვას თავიდან რელიგიური, მაგიური, საქორწინო, ხოლო განვითარებული საზოგადოებისათვის სოციალური და მხატვრული დანიშნულება ჰქონდა.
ქრისტიანობამდელ ეპოქაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რიტუალურ ცეკვებს, ძველი ბერძნული ცეკვები დღემდე ახდენენ ზეგავლენას თანამედროვე ცეკვებზე. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპის ხალხურ ცეკვებს ხანგრძლივი ისტორია აქვთ, აღმოსვლური ცეკვების ტრადიცია მას ბევრად წინ უსწრებს. ყველა ხალხს ცეკვის თავისებური, მისთვის დამახასიათებელი, ფორმა აქვს შექმნილი. ამ საფუძველზეა შექმნილი სცენური ცეკვა – ბალეტი.


პროფესიული ცეკვა, რომელმაც განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია, გახდა ევროპული კლასიკური ცეკვის, აგრეთვე აზიისა და აფრიკის ქვეყნების საცეკვაო სისტემების საფუძველი. კლასიკური ტრადიცია მე-15 საუკუნით თარიღდება (იტალია), ცეკვების პირველი დაბეჭდილი ტესტები – მე-16 საუკუნით (საფრანგეთი). პირველი საცეკვაო სკოლა პარიზში გაიხსნა მე-17 საუკუნეში. თანამედროვე ცეკვები მე-20 საუკუნის პირმშოა.